……

დასრულდა პროექტი რომლის ფარგლებშიც ეს ბლოგი შევქმენი. ამ პროექტის საშუალებით ბევრი რაღაც გავიგე, ვისწავლე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ბლოგი შეიქმნა. იქნებ როდესმე ისედაც გადამეწყვიტა საკუთარი ბლოგის გაკეთება მაგრამ დროის უქონლობის გამო ცოტა დააგვიანდებოდა. შეძლებისდაგვარად ვცდილობდი რომ აქტიური ვყოფილიყავი, ვიცი რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო მაგრამ რაც არის არის. საკუთარი თავით არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო. პროექტი დასრულდა მაგრამ მერე რა?! არაფრის მიტოვებას არ ვაპირებ. თავისუფალ დროს ყოველთვის შევეცდები რომ რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი დავპოსტო. ეხლა მცირე ხნიან შვებულებას ვიღებ ;დ მაგრამ მალე ისევ დავბრუნდები ♥

ნარკომანია


ნარკომანი დამნაშავე თუ ავადმყოფი?! ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის საწყის ეტაპზე ავდამყოფია ,რომელმაც საკუთარი ნებით, სისუტის გამო თავი ძალით დაიავადმყოფა, ხოლო შემდეგ დამნაშავე, რომლიც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს ასევე საზოგადოებას. ავადმყოფების მიმართ სიბრალულის გრძნობა მიჩნდება მაგრამ ნარკომის მიმართ სიბრალულზე მეტად სიბრაზეს  ვგრძნობ. გარკვეულ ეტაპამდე ისინი სამკურნალი, საცოდავი ადამიანები არიან მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლება. სწორედ ისინი ხდებიან ნარკო ბარიგები რომლებიც მას მოიხმარდნენ. ხშირად ხდება ისე რომ ყველაფერის გაყიდვა უწევთ,ბოლოს კი როცა აღარაფერი რჩებათ რეალიზაციას ეწევიან რათა ცოტა “წამალი” მათაც დარჩეთ და მოგებით კიდევ უფრო მეტი შეიძინონ. ეს არის საბედისწერო ნაბიჯი რომელსაც ყველა საკუთარი ნებით დგამს.

ოხ!.. ეს გაციება((

ნანანანაააა, ნაა ნაა ნააა… ჩემს ბლოგზე პირველი პირადი პოსტი ☆ !..
რა გავაკეთო აღარ ვიცი… დღეისთვის თემა აღარ მაქვს, პრინციპში დაწერაც მეზარება .” რატომ ვარ ეს ორი დღეა შედარებით, კი არადა ძალიან აქტიური?”- გაციებული ვარ. მთელი ზამთარი ისე გავატარე არაფერი დამმართნია და ამ მარტის ბოლოს ეს საზიზღარი ვირუსი მომერია.  როგორ გამიხარდა კვირას სიცხე რომ მომცა და ყელი ამტკივდა (party) მაგრამ ყველაფერი მოსაბეზრებელია. სიცხე აღარ მაქვს და არც მოთენთილი ვარ, სამაგიეროდ უსაქმურობისგან ცუდ ხასიათზე ვარ. ყველაფერთან ერთად სასტიკად მშია მაგრამ ვერაფერს ვერ ვჭამ. უუხ აამ ყეელიიის…. ჩაააიი…ვერ ვიტანდი ვერასდროს და ეხლა ხომ საერთოდ :@ შიმშილისგან საშინელ ხასიათზე ვარ, ლაპარაკის დროსაც ყელი მტკივა, აღარ შემიძლიააა. ორი დღეა სკოლისგან ვისვენებ , უკვე ისე ვარ ოღონდ აღარაფერი აღარ მაწუხებდეს და სკოლაში 7 გაკვეთილს მშვიდად დავესწრები. ამ ყელმა ყურები და თავი საშინლად ამატკივა.- რა გავაკეთო ახლა მე? ((( ტელევიზორის ატანა არ მაქვს. ერთმანეთს სულ სერიალები და საინფორმაციო გადაცემები ენაცვლება, მეცადიინეობა არ მინდა ! დასვენება მინდა მაგრამ უპრობლემოდ, თავისუფლად და არა ტკივილის თანხლებით. კვირა საღამო ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ვიცოდი სკოლაში არ წავიდოდი და თან ყელი ასე არ მტკიოდა ახლა ნერწვის გადაყლაპვასაც ყველაფერი მირჩევნია. მომბეზრდა სახლში ყოფნა, უსაქმურობა (საქმის გაკეთება მეზარება)  ;დ მაგრამ მაინც დეპრესიაში არ ჩავვარდები ;დ ახლა dance central-ს ან karaoke-ს ჩავრთავ, ვიმღერებ (რას ვიმღერებ ყელი მტკივა, ვიჩურჩულებ.ისედაც საშინელი ვოკალის პატრონი ვარ;დ) და ვიცეკვებ <3

ოხ.. ეს გაციება!

(საერთოდ რა კავშირი აქვს ჩემს ავადმყოფობას დანაშაულთან, ან იმ თემებთან რაზეც მე ვწერ? ზოგჯერ საჭიროა ჩემზეც გაიგოთ რაღაცეები, იშვიათად მაგრამ მაინც. ყოველთვის ჭკუის დარიგებასავით გამომდის მაგრამ რა პროგრამაშიც ვიღებ მონაწილეობას იმის მიხედვით ეს მევალება(და თან მსიამოვნებს, იქნებ რაღაცეებზე დაგაფიქროთ) ). ოხ…ეს გაციება(((

დეპრესია


ყველაზე რთული პერიოდია მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბება, ამ დროს ხდება ყველაფრის გადაფასება, ბევრი რაღაცის შეცვლა. სწორედ ამ ასაკში ვიწყებთ რაღაცა ახლის ძიებას, აღარაფერი არ გვაკმაყოფილებს და სულ სხვა რაღაცეებისკენ მივისწრაფვით. ვიცვლებით როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, აზროვნებით, ინტერესებით და ვცდილობთ რომ ის გარემო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ შევცვალოთ, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებთ. ჩვენ ვიცვლებით მაგრამ სამყაროს ვერ ვცვლით, ამის გამო არის შეუსაბამობა ჩვენსა და გარეომოს შორის რაც პრობლემებს წარმოქმნის, პრობლემები-იწვევს დეპრესიას. დეპრესია არის ადამიანის ფსიქიური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს; ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. დეპრესია ძალიან ბევრ ცუდ მიდრეკილებებსა და ფიქრებს იწვევს. როგორც გვინდა ყველაფერი ისე არ არის, სულ პატარა მიზეზის გამოც კი შეიძლება ძალაინ დიდი პრობლემა შევქმნათ, თავს ყველაზე უბედურად ვთვლით, ვფიქრობთ რომ ჩვენზე უარეს მდოგომარეობაში  არავინ იმყოფება. ამ დროს გვიჭირს ადამინებთან ურთიერთობა განსაკუთრებით ჩვენზე უფროსებთან, იმიტომ რომ ისინი არ/ვერ გვიგებენ. ახლის ძიებაში ვართ მაგრამ სინმადვილეში ყოველდღიური მომაბეზრებელი ცხოვრებით ვცხოვრობთ. დღიური რომ გავაკეთოთ და აღვწეროთ 1 თვის/წლის განმავლობაში ჩვენი ყოველი დღე საკუთარ თავზე გავბრაზდებით და ვიტყვით: “ნუთუ ამისთვის ვცხოვრობთ?!” (იშვიათია მოზარდი რომელიც საინტერესო,მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდეს და ყოველდღიურობით კმაყოფილი იყოს) ასეთ ერთფეროვან ცხოვრებას უფროსები ეგუებიან მაგრამ მოზარდები რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას ამას ვერ იტანენ, ითრგუნებიან და შეიძლება სისულეელებზეც კი იფიქრონ .  დეპრესია ადვილად ინკურნება მაგრამ მთავარია დროულად მივხედოთ თავს, ყურადღება სხვა რაღაცეებზე გადავვიტანოთ. საჭიროა მიმოვიხედოთ ირგვლივ გავიღიმოთ და ვიფიქროთ რომ დღეს თუ არა ხვალ რაღაც შეიცვლება, საკუთარ თავს ჩვენზე უკეთ ვერავინ დაეხმარება. ცხოვრების ინტერესი კი არ უნდა დავკარგოთ,პირიქით უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ის მოვიპოვოთ რაც გვინდა. მთავარია სასუწარკვეთილებაში, უიმედობაში არ ჩავვარდეთ და გაუაზრებელი შეცდომები არ დავუშვათ რასაც შეუძლია ცხოვრება აგვირიოს.უნდა ვეცადოთ ყოველი დღისგან, როგორი მოსაბეზრებელიც არ უნდა იყოს, რაღაც სარგებელი მივიღოთ. ეს თითქოსდა აუტანელი  სკოლის პერიოდიც დამთავრდება და ჩვენც შვეძლებთ ყველაფრის შეცვლას, მთავარია გამოუსწორებელი შეცდომები არ დავუშვათ და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას კარგად დავფიქრდეთ. “მომავლის იმედით, ყველაფერი კარგად იქნება”. (ზოგჯერ მეც არ მჯერა ამ სიტყვების მაგრამ ვცდილობ რომ ჩემი თავი კარგად ვმართო, უაზრობებზე ბევრი არ ვინერვიულო(ვიფიქრო) და დავიჯერო რო  მე შევძლებ რაც/ვინც არ მომწონს შევცვალო)

(მე არ  ვთვლი რომ დეპრესია მოდაშია, უბრალოდ ეს გარკვეული ასაკის თანდაყოლილი, დამახასიათებელი მოვლენაა)

“მწვანე ავადმყოფობა”


მარიხუანას ლეგალიზება საკმაოდ ხმაურიანი თემაა. ისევე როგორც ყოველთვის ორი საწინააღმდეგო  ბანაკი უპირისპირდება ერთმანეთს: პირველი ბანაკი მომხრეა მარიხუანას ლეგალიზებისა ხოლო მეორე – წიინააღმდეგი.  მომხრეები ირწმუუნებიან რომ “აკრძალული ხილი უფრო გემრიელია” და ლეგალიზების შემთხვევაში მომხმარებელიც ნაკლები ეყოლება მაგრამ მე ამის არ მჯერა. თამბაქო ლეგალიზებულია მაგრამ მერე რა?!  აკრძალული ხილი სულაც არ არის მაგრამ მაინც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დამოკიდებულია თამბაქოზე, ასევე იქნება მარიხუანას ლეგალიზების შემთხვევაშიც. ვთვლი რომ ასეთ საშუალებებს სუსტი ადამიანები იღებენ, ისინი რომლებსაც ძალა და ნებისყოფა არა აქვთ რაღაცეებს ებრძოლონ, დიდი დარტყმები და სირთულეები გადაიტანონ და ყოველთვის ცდილობენ რომ მხიარულები იყვნენ.  საერთოდ არ არის საჭირო მუდამ ეიფორიულ მდგომარეობაში იყო, გქონდეს კმაყოფილებისა და კეთილდღეობის გრძნობა, რომელიც ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება.  ძალიან ბევრი გაუაზრებლად ამბობს, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას ლეგალიზება მის უარყოფით თვისებებზე არც კი ფიქრობს. მარიხუანა ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს, განსაკუთრებით კი მოზარდ ორგანიზმს.  ზოგი მომხრეა იმიტომ რომ ბიზნეს ინდუსტრიას დაეხმარებაო მაგრამ ჯანმრთელობაზე წინ არაფერი დგას. მარიხუანას მომხმარებელს გზაჯვარედინზე  მდგომ ნარკომანს უწოდებენ, რადგან სხვა ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა ადრე მარიხუანას ხმარობდა. (“კანაფი, იგივე კანაბისი (ჩანნაბის შატივა), ფსიქოაქტიური თვისებების წყალობით გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე ექსტაზური მდგომარეობის მისაღწევად. მას ნარკოტიკების სამყაროს კარიბჭეს უწოდებენ. ვინაიდან, წესისამებრ, ის არის პირველი არალეგალური ფსიქოტროპული საშუალება, რომელსაც ეცნობიან მომავალში სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებლები”). მარიხუანას მომხამრებელი ავადმყოფია რომელსაც მკურნალობა ჭირდება,დროულად უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია, სანამ სხვებს დაავადმყოფებდეს

ზოგიერთი მკვდარი ცოცხალია!

არ არსებობს რთული სიტუაცია რომელსაც შეიძლება მარტივი გზით თავი დავაღწიოთ… არ არსებობს ტკივილი რომელსაც ალკოჰოლი ან ნარკოტიკული საშუალებები შველის, პირიქით ეს ყველაფერი ცხოვრებას გვინგრევს და ყველაზე მთავარს, ჯანმრთელობას გვართმევს. ცხოვრების არასწორ წესს ძალიან ბევრი “განსაკუთრებული” ადამიანი შეეწირა, მაგ:ირაკლი ჩარკვიანი, ნიკო გომელაური…

ორივემ ცხოვრების  მცირე მონაკვეთში თავისი ეპოქა შექმნა მაგრამ მე მჯერა, რომ ისინი კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდნენ. ნიკო გონს მოეგო “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს” მაგრამ დაგვიანებამ მაინც მისი გააკეთა. ირაკლი მართლაც რომ “მეფე” იყო, ყველსგან გამორჩეული მეფე. ორივემ მოახერხა და 21-ე საუკუნეს განსაკუთრებული, მათი დამახასიათებელი დაღი დაასვა რისი დამსახურებითაც ისინი მუდამ ცოცხლები იქნებიან. შემოქმედებამ ისინი უკვდავყო. ამ ქვეყნად აღარ არიან მაგრამ მათი სახელი ბევრ ცოცხალ ადამიანს ჯობია.  ”ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი!” (ნიკო ჩემი ყველაზე საყავრელი 21-ე საუკუნის პოეტია & ირაკლი ყველსგან გამორჩეული, განსხვავებული “მეფე”)

– გაფრენა არ გინდოდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით…
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ…
– რას?
– ზღვას!
– როგორ?
– სიმღერით…
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ…
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწერო?
– სიტყვა–სიტყვით…
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას..! ♥ (ნაწყვეტი ირაკლი ჩარკვიანის დაკითხვის ოქმიდან, თვითფრინავის ბიჭების საკითხზე♥)

“დამნაშავე გმირები”

“თვითფრინავის ბიჭები” დამნაშავეები თუ გმირები? ჩემთვის ისინი დამნაშავე გმირები არიან. მათ სწორედ იმ დროს დაიწყეს თავისუფლების მოპოვებისათვის გეგმის შედგენა როდესაც სხვები თავისუფლებაზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ.  ისინი გმირები არიან იმიტომ რომ სცადეს “ცდა კი ბედის მონახევრეა”. მცდელობამ არ გაამართლა მაგრამ ბიჭები თავიანთ ოცნებას შეეწირნენ. თვითფრინავის გატაცება დანაშაულია მაგრამ ისინი სულ სხვა მიზეზით დახვრიტეს. ბრალი უსამართლოდ დასდეს ადამიანების მკვლელობაში და მათი დახვრეტით ვიღაც-ვიღაცეებმა დიდ რუსეთთან ქულები დაიწერეს.ყველაზე დიდი უსამართლობა ბერის დახვრეტა იყო, რომელსაც საქმესთან არანაერი კავშირი არ ჰქონდა მაგრამ ახალგაზრდების გადასარჩენად თავი გასწირა, მისი თავგანწირვაც უშედეგო აღმოჩნდა. სიცოცხლე მხოლოდ გეგა კობახიძის ცოლს, თინა ფეტვიაშვილს შეუნარჩუნეს მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი შვილი და ქმარი წაართვეს. იმ პერიოდში მათ დახვრეტას უსამართლობად თვლიდნენ, ყველა თავისთვის ჩურჩულებდა მაგრამ ხმის ამოღებას და საკუთარი აზრის თამამად გამოთქმას ვერავინ ბედავდა(ვინც გაბედა ამისთვის პასსუხიც აგო), იმ დროს ხომ ყველა თვითგადარჩენაზე ფიქრობდა და ამ უსამართლობას შორიდან ადევნებდა თვალ-ყურს. და მაინც ყველას ბოლო  წუთამდე იმედი ჰქონდათ იმ დროინდელი ხელისუფლების მოწყალებისა მაგრამ სულ ტყუილად. შორიდან მაყურებელი ადამიანი – ამქვეყნად თითოეულისათვის ყველა შორიდან მაყურებელია –  სხვის მდგომარეობას ან უფრო მუქ, ან უფრო ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე თავად ის, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. სულერთია ეს ბედნიერებას შეეხება თუ უბედურებას. ეს ახალგაზრდები იყვნენ ისინი ვისაც მატერიალურად ყველაზე ნაკლებად უჭირდათ მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად ვერ გაუძლეს საქართველოს იმ დროინდელ მდგომარეობას, მათთვის ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო და ამიტომ ჩემთვის ისინი გმირები არიან, “დამნაშავე გმირები”… დანაშაული ჩაიდინეს (პასუხი უნდა ეგოთ, მაგრამ სიკვდილით დასჯა მეტისმეტია) მაგრამ მაინც მე მათ ვაფასებ, იმიტომ რომ ჩემთვისაც ყველაფერზე წინ თავისუფლება დგას.მჯერა რომ ისინი არიან სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრიდნენ…

“ისინი არ ყოფილან გმირები და იმას, რაც მათ ჩაიდინეს, ყველა ენაზე დანაშაული ჰქვია.
ამიტომაც:
თვითმფირნავის გამტაცებლების მშობლებსა და ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ახლობლებს, არასოდეს უთქვამთ, რომ გეგა და მისი მეგობრები უდანაშაულოები იყვნენ და პასუხი არ უნდა ეგოთ იმისათვის, რაც ჩაიდინეს.
თვითფრინავის გატაცება ყველგან დანაშაულია და მით უმეტეს მაშინ, როცა ის მსხვერპლით მთავრდება, გამტაცებლები უნდა დაისაჯონ.
მაგრამ:
მათი დახვრეტა, ვისაც არავინ მოუკლავს, ისეთივე დანაშაულია, როგორც თვითფრინავის გატაცება და იქნებ უარესიც” (დათო ტურაშვილი “ჯინსების თაობა”)

 

შავ-თეთრი სამყარო

სამყარო სადაც ჩვენ ვცხოვრობთ  უფერულია, უბრალოდ ადამიანები ვაფერადებთ მას. ყველას ჩვენ-ჩვენი ადგილი გვაქვს სადაც ვცხოვრობთ, ვსაწავლობთ, ვმუშაობთ და ა.შ.  ვცდილობთ რომ ის ჩვენი პატარა ნაწილი გავაფერადოთ  ჩვენი თვალთახედვის, ცხოვრების წესის მიხედვით. ჩემი აზრით სააქაოში არ არსებობს უკიდურესობა რომელსაც შეიძლება შავი ან თეთრი ვუწოდოთ. ის რაც/ვინც ჩემთვის შავია სხვისთვის თეთრია ან პირიქით. საიქიოში არსებობს უკიდურესობა. იქ სადაც ჯოჯოხეთი შავია, სამოთხე კი თეთრი. ჩემთვის არც შავი და თეთრი გრძნობები არსებობს. მაგ: შური. მე არ მწამს თეთრი შურის, შური შურია და მორჩა.. და თუ “მეც მინდა”- ს შურს ვუწოდებთ კარგად არ გვცოდნია რა არის შური (“შური არის მწუხარება, რომელსაც კაცი მაშინ განიცდის, როდესაც მოყვასის სიკეთეს, წარმატებასა და ბედნიერებას ხედავს”).  ცოდოაა ადამიანი რომელიც ვიღაცეებში/რაღაცეებში მხოლოდ შავს ხედავს და იმის იქეთ არღარაფერს აღარ უყურებს. დედამიწაზე ყველაფერი ფარდობითია… ყველა თეთრში არის შავი და ყველა შავში არის თეთრი.

ყველაზე სასტიკ დამნაშავესაც აქვს რაღაც ფაქიზი გრძონებები, აქვს სინანულის გრძნობა, შეიძლება სხვებთან არ იმჩნევს მაგრამ საკუთარ თავთან აღიარებს. არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადაუსვა ადამიანს ხაზი, ყველას აქვს უარყოფით თვისებებთან ერთად დადებითიც.  ‎”ადამიანი ფრესკა არ არის რომ ერთ სიბრტყეში უყურო.ადამიანს,როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო,რომლიდანაც უკეთ იმზირება.” მე არ მწამს შავი – ცუდი, ბნელი, არასასურველი და თეთრი – წმინდა, სპეტაკი რაღაცეების/ვიღაცეების. ეს ფერები პირობითია რომლებიც უკიდურესობებს შეესაბამება, იმ უკიდურესობებს რომელიც ჩემს ცხოვრებაში, აზროვნებაში არ არსებობს.
ჩვენი დამასახურებით სამყარო ფერადია, უკიდურესობის ჯებირები კი მოხსნილი.

ახალგაზრდა დამნაშავეები

ენდი უილიამსი
2001 წლის 5 მარტს, დილით ენდი უილიამსმა, რომელიც იყო მხოლოდ 15 წლის, აიღო მამის 22 კალიბრიანი იარაღი და 40 ტყვია. მან ცეცხლი გახსნა თავისი სკოლის საპირფარეშოსა და სკოლის შენობაში. დაჭრა 15 ადამიანი აქედან 11 მოსწავლე. უილიამსი გაასამართლეს როგორც ზრდასრული და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 50 წლით. თანამემამულე სტუდენტები აცხადებენ რომ მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა რეპ მეტალ ჯგუფის “Linkin park”-ის სიმღერა: “One step closer”.
” საშინლად ვარ რადგან ძალიან მრცხვენია-განაცხადა მან- მე არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო ის თუ როგორ ვწუხვარ, ბოდიშს გიხდით”

ერიკ სმიზი
ერიკ სმიზი იყო ამერიკელიი კრიმინალი, მკვლელი, სექსუალური მოძალადე. მან 13 წლის ასაკში საშინლად აწამა ოთხი წლის ბავშვი რობი. სმიზმა შეიტყუა ბავშვი ახლოს მდებარე პარკში, ცადა მისი გაგუდვა, თავი დაარტყმევინა ქვაზე და დაუმტვრია კიდურები. ბავშვის სიკვდილის მიზეზი გახდა ძალიან მძიმე ტრამვები. რობი დაკრძალვის შემდეგ ერიკმა თავად აღიარა დანაშაული. სმიზი გაასამართლეს მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით და როგორც არასურწლივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სულ მცირე 9 წლით.

ლარი რობისონი
1982 წლის აგვისტოში ლარი რობისონმა, რომელიც იყო 25 წლის მოკლა  5 ადამიანი. მათ შორის არასრულწლოვანი, 11 წლის ბიჭი და მისი ძალიან ახლო მეგობარი. ლარიმ მეგობარს ორჯერ ესროლა და სქესობრივი გზით დაასახიჩრა. მიუხედავად იმისა რომ მას პარანოიდი შიზოფრენიკის  დიაგნოზი დაუსვეს ის მაინც გაასამართლეს და 1983 წელს მიუსაჯეს სიკვდილი.

მაფია


მაფია - განთქმული კრიმინალური საზოგადოებაა, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა სიცილიაში. სიტყვა “მაფია” თავიდან თავშესაფრის ადგილს აღნიშნავდა. შემდეგ ეს სახელი საიდუმლო ორგანიზაციას ეწოდა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ხალხს რომ უმოწყალოდ ჩაგრავდა. სიცილიას ყველაზე უფრო სასტიკ ექსპულატაციას უწევდნენ. ინკვიზიცია მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირად ტანჯავდა. მდიდარი მემამულეები და კათოლიკური ეკლესიის მმართველები მეცხვარეებსა და მიწათმოქმედებზე აბსოლიტურ ძალაუფლებას ფლობდნენ. პოლიცია მათ იარაღს წარმოადგენდა და იმდენად იყო ხელისუფლებასთან შეზრდილი, რომ ვინმეს მისამართით ნათქვამი სიტყვა “პოლიციელი” უმძიმეს შეურაცხყოფად აღიქმებოდა. ხელისუფალთა სისასტიკემ ხალხს ასწავლა, შიში და სიძულვილი აშკარად არ გამოემჟღავნებინა. სიცილიელებმა თავის შეკავება ისწავლეს, ხმამაღლა არასდროს არავის ემუქრებოდნენ, რადგან ამას შეიძლებოდა საპასუხო მოქმედება მოჰყოლოდა. მიხვდნენ, რომ ხელისუფლება მათი მტერი იყო, ამიტომ დასახმარებლა მეამბოხე იატაკქვეშა ორგანიზაციას, მაფიას მიმართავდნენ. მაფიამ კი თავისი  ძალაუფლება იმით განამტკიცა, რომ ჩამოაყალიბა დუმილის კანონი – ომერტა. ომერტა სიცილიელთა რელიგიად იქცა. სამართალი ხელისუფლებისგან არასდროს მოდიოდა,ამიტომ ხალხი ნებისმიერი გასაჭირისას ადგილობრივ კაპომაფიოზს შველას სთხოვდა და ისიც, ნამდვილი სოციალური მუშაკივით, სამუშაოსა და ლუკმაპურს აძლევდა, მფარველობას უწევდა.